სიახლეები

ჩვენ ვქმნით
კომფორტს
დეტალებით

Lisi Green Tower

რენოვო რეგიონულ პარტნიორობას აფართოებს: Hospitality Investment Forum Yerevan 2026

08 ოქტომბერი 2026

Share on Facebook Share on LinkedIn
რენოვო რეგიონულ პარტნიორობას აფართოებს: Hospitality Investment Forum Yerevan 2026

Fit-out და FF&E კომპანია რენოვომ ერევანში გამართულ Hospitality Investment Forum-ზე საკუთარი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები წარადგინა.

 

სასტუმრო ბიზნესის და უძრავი ქონების სექტორში რეგიონული თანამშრომლობა სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
თბილისის ფორუმის შემდეგ, კომპანია რენოვომ მონაწილეობა მიიღო Hospitality Investment Forum Yerevan 2026-ში, რომელიც კავკასიის რეგიონში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების და სასტუმრო ინდუსტრიის მომავლის განხილვის მთავარი პლატფორმაა.

ღონისძიებაზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდები, დეველოპერები და ინვესტორები იყვნენ წარმოდგენილები. ფორუმის ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს რეგიონული საინვესტიციო შესაძლებლობები, თანამედროვე ტენდენციები და სასტუმროების მშენებლობის თუ რენოვაციის ინოვაციური სტანდარტები წარმოადგენდა.

Fit-out და FF&E მიმართულებით დაგროვილი მდიდარი გამოცდილებით, რენოვო საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს სრულ მომსახურებას, რაც მოიცავს პროექტების დაგეგმვას, ინტერიერის აღჭურვას, ლოჯისტიკას და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვას.

ერევნის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობა კომპანიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული პარტნიორობის გაფართოების, ახალი კონტაქტების დამყარების და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის გაძლიერების გზაზე.

© Renovo LLC 2026 / All rights reserved.