სიახლეები

ჩვენ ვქმნით
კომფორტს
დეტალებით

Lisi Green Tower

ექსტერიერის და ინტერიერის კარი - სრული მომსახურება შერჩევიდან მონტაჟამდე

24 სექტემბერი 2026

Share on Facebook Share on LinkedIn
ექსტერიერის და ინტერიერის კარი - სრული მომსახურება შერჩევიდან მონტაჟამდე
 

ესთეტიკა, უსაფრთხოება და იტალიური ხარისხი - კომპანია რენოვო მომხმარებლებს კარის მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს

თანამედროვე არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინში კარი მხოლოდ ფუნქციური ელემენტი არ არის. ის სივრცის ვიზუალურ კონცეფციას, აკუსტიკურ კომფორტს, ხმის იზოლაციას და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს.
Fit-out და FF&E კომპანია რენოვო მომხამრებელს კარების მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს.

წამყვან იტალიურ მწარმოებლებთან პირდაპირი და მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის პროექტი უმაღლესი ტექნიკური მახასიათებლების მქონე პროდუქციით უზრუნველყოს.

რენოვო უზრუნველყოფს პროცესის სრულყოფილ მართვას, რაც მოიცავს:

  • პროექტის სპეციფიკაციებზე მორგებული კარების შერჩევას;
  • შესყიდვების და საერთაშორისო ლოჯისტიკის მართვას;
  • მაღალკვალიფიციურ მონტაჟს;
  • მონტაჟის შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.
      

იტალიურ ბრენდებთან, მათ შორის Bertolotto-სთან პარტნიორობის წარმატებული მაგალითია სასტუმრო „აფიშას“ პროექტი. აღნიშნული ობიექტისთვის რენოვომ უზრუნველყო სასტუმროს ნომრების და სველი წერტილების კარების დამზადება და მონტაჟი.

პროექტის ფარგლებში თითოეული მოდელი ინდივიდუალური დაკვეთით შეიქმნა. სველი წერტილების კარები შესრულდა ბრენდირებული შუშის დიზაინით და მაღალი მდგრადობის მასალებით, რაც სრულად შეესაბამება პროექტის კონცეფციას და ფუნქციურ მოთხოვნებს.

 

 

კარების მიმართულებით კომპლექსური მიდგომა რენოვოს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტურად აირიდოს თავიდან ტექნიკური ცდომილებები და დამკვეთს უმაღლესი ხარისხის გარანტირებული შედეგი შესთავაზოს.





© Renovo LLC 2026 / All rights reserved.